weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო იმპიჩმენტი ბიუჯეტს 61 400 ლარი დაუჯდა

15:38 შაბათი, 24 თებერვალი 2018
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო იმპიჩმენტი ბიუჯეტს 61 400 ლარი დაუჯდა ფოტო © „სამხრეთის კარიბჭე“

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე 2015 წლის 5 მარტს იმპიჩმენტით წესით გადააყენეს, რაც სასამართლომ უკანონოდ ცნო და იგი თანამდებობაზე აღადგინა. ლევან ლობჯანიძეს განაცდურის სახით მუნიციპალური ბიუჯეტიდან 61 400 ლარი აუნაზღაურდა.

განკარგულება ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ადიგენის საკრებულომ 2015 წლის 5 მარტს მიიღო. იმპიჩმენტს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო. იმავე სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ იმედა მღებრიშვილი აირჩიეს. 

ლევან ლობჯანიძემ თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და დავა სამივე ინსტანციაში მოიგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს ბიუროს მიერ არ იყო შეტანილი საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში. ამასთან, დარღვეული იქნა კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

ადიგენის საკრებულომ ლევან ლობჯანიძის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება 2017 წლის 7 თებერვლის სხდომაზე მიიღო, რის შემდეგაც მას კუთვნილი განაცდურის თანხა - 61 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუხადეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]